ხვალიდან სამი დღის განმავლობაში ბათუმი როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სემინარი სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართება.
მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის, და რეგიონულ საკითხებზე იმსჯელებენ.