„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში “- 23-25 აპრილს ბათუმი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს. ფორუმი ხვალ დილის 9 საათზე გაიხსნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი ჩამოვა. სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართება. სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.