სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება პარლამენტში უმრავლესობის სხდომა. კონკრეტული დრო ჯერ უცნობია, ასევე არ კონკრეტდება დაესწრება თუ არა შეკრებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
უმრავლესობის სხდომის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთმანეთს თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ, გედევან ფოფხაძემ კი პარტიის დატოვება დაანონსა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, კონსულტაციები მიმდინარეობს და სხდომა გარკვეული შეჯამება იქნება. დეპუტატთა ნაწილი ქცევის კოდექსის შემუშავებას მხარს უჭერს, ნაწილი კი არა.