ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო - ამ თემებზე თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს ნატოს შეკავების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ნატოსთან თავსებადობის კუთხით, თავდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სემინარი „ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ნატო კვირეულის ფარგლებში წელს მეშვიდედ იმართება.