უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმინეს. რამაზ ბოლქვაძემ და ზაალ მიქელაძემ დეპუტატებს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
გასულ წელს რეგიონის ბიუჯეტი 285 მილიონი ლარი იყო, შემოსავლების ნაწილში ის 12,7 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა.
95 პროცენტით შესრულდა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მაღალი შესრულება 99,6 პროცენტი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. 2017 წელს სამინისტროს 28 პროგრამა ჰქონდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ამ პროგრამებით 10 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.