სირიის კრიზისი და დასავლეთის პოზიცია

16 აპრილი 2018, 00:00 2326 ნახვა

სირიის კონფლიქტით დაზარალებულ ქალაქ დუმაში სირიის ეროვნულ გვარდიასა და სამხედროებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას გამოცემა ,,ტასი" ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყებამ ვაშინგტონი სირიის ამ ქალაქში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მისიის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

ამერიკული მხარე კი შიშობს, რომ რუსებს შეეძლოთ ქიმიური თავდასხმის ადგილას კვალი წაეშალათ. სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის ობიექტურად გამოძიების მოწოდებით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და არაბთა ლიდა.

არაბმა ლიდერებმა ქიმიური იარაღის გამოყენება და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ირანის ინტერვენციაც დაგმეს. ბრიტანეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, დასავლეთის საპასუხო დარტყმების მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ დარჩება. თურქეთი კი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ კონფლიქტის არცერთ მხარეს მხარს არ უჭერს.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში