ნაცემი არასრულწლოვანი - ინცინდენტი სკოლაში

13 აპრილი 2016, 00:00 6585 ნახვა

მერისის საჯარო სკოლის მასწავლებლის თქმით, დღეს დილით, როცა სპორტის მასწავალებელი დარბაზში არ იმყოფებოდა, მეთორმეტე კლასის მოსწავლე უმცროსკლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. დირექტორის ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინციდენტის გამო სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, გადაწყვეტილებას სკოლის კომიტეტი სამ დღეში მიიღებს. რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის არ ხმაურდება. ჩვენ მცდელობის მიუხედავად, მშობლებს ვერ დავუკავშირდით, არც დამრიგებლები და მასწავლებლები აკეთებენ კომენტარს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში