“საჭირო ნაბიჯები” - თეა წულუკიანი სირიის მოვლენებს გამოეხმაურა

14 აპრილი 2018, 00:00 2529 ნახვა

სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ როდესაც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ქიმიური იარაღის გამოყენების აღსაკვეთად ან შესაზღუდად წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, იმისათვის რათა ეს მომავალში აღარ განმეორდეს, ამგვარი ნაბიჯები საჭიროა.

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესების მიუხედავად საქართველოში სტაბილურობა გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში