საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებზე

14 აპრილი 2018, 00:00 2037 ნახვა

„სათანადო და საჭირო” უწოდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძემ განცხადება ტვიტერი-ს გვერდზე გაავრცელა.

"აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი