დღეს საქართველოში დედა ენის დღეა. ტრადიციულად ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს. პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობასა და სახელმწიფოებრიობაზე პერფორმანსი წარმოადგინეს.