სირია დასავლეთის საპასუხო ზომების მოლოდინში

12 აპრილი 2018, 00:00 2986 ნახვა

სირიის პრეზიდენტმა დასავლური ქვეყნების ბრალდებას ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, სრული ფაბრიკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი არ აქვს.

ოფიციალური დამასკოს პოზიციას იზიარებს ირანის ხელისუფლება. ბრიტანეთი კი სავარაუდო ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ სირიის წინააღმდეგ ამერიკისა და მისი მოკავშირეების სამხედრო მოქმედებებთან შეერთებაზე მსჯელობს.

ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაც მოიწვია. ოფიციალურ ლონდონსა და პარიზში მიიჩნევენ, რომ ყველა მტკიცებულება ასადის რეჟიმის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებთან წყალქვეშა ხომალდები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. 7 აპრილს სირიის სამთავრობო ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში