ცხოვრება წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე

10 აპრილი 2018, 00:00 2563 ნახვა

ცხოვრება წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე.  უკვე წლებია, ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხის მცხოვრებლები აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა და სანიაღვრე არხები გაყვანილი არ არის. წვიმის დროს კი ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების ნაწილი იტბორება.

მოქალაქეებმა დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს. მათი თქმით, ბათუმის მერიას საკითხების მოგვარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.

​‘’დახმარებაზე უარი მივიღეთ. გვითხრეს, რომ ტერიტორია ე.წ “წითელ ზოლში” იყო შეყვანილი და აქ ავტობანის მშენებლობა იგეგმებოდა, დაზუსტებულად ვერაფერი გავიგეთ. ჩვენ გვინდა მოწესრიგებული გზა და ცხოვრების ელემენტარული პირობები ‘’ - ამბობს აქციის მონაწილე.

ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხის მცხოვრებთა ნაწილს, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულებული არ აქვთ. განმარტავენ, რომ ამის უფლებას თვითმმართველობის წარმომადგენლები არ აძლევენ. სხვა დაინტერესებულ პირებს კი, რომლებსაც ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის წამოწყება სურთ, პროექტებს არ უმტკიცებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას ბათუმის მერიაში არკვევს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი