დღის წესრიგიდან არ ჩამოდის სახანძრო უსაფრთხოების საკითხი, მითუმეტეს მაშინ როდესაც ხანძრებისა, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება.
რომელ შენობებში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები – საზოგადოება ამ ჩამონათვალის გასაჯაროვებას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსგან ელის.
თეონა თურმანიძემ დაათვალიერა დღეს სახელმწიფოს კონტროლს მიღმა დარჩენილი საბავშვო გასართობი ცენტრები ბათუმში, მათ უმრავლესობაში ვერ იპოვით ცეცხლმაქრებს, საევაკუაციო გეგმას და სახანძრო კიბეს.