რამდენად ეფექტიანია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი

05 აპრილი 2018, 00:00 1949 ნახვა

ერთი თვის წინ მიიღო პარლამენტმა “შრომისა და უსაფრთხოების შესახებ კანონი,” ანუ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე წელს. ახლადმიღებული კანონის თანახმად პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი  100-დან 50 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.  

კანონის მოთხოვნები მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან 11 სფეროზე ვრცელდება, რასაც სამოქალაქო სექტორში იწუნებენ, ამბობენ, რომ ეს კანონის გავრცელების არეალის დავიწროებაა. ამასთან ახალი კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორებს მოსამართლის ნებართვის გარეშე კვლავ არ შეეძლებათ საწარმოში შესვლა, თუ იქ ინციდენტი არ მოხდა, ან გეგმური შემოწმება არაა. არსებული ვითარება მოხვდა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშიც.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ კანონის მიღება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს რიგი ხარვეზები. ლომჯარიას უწყება აკრიტიკებს ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ზედამხედველ ორგანოს კვლავ არ ენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი.

სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული და ეფექტური გამოძიების წარმოების აუცილებლობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი