კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კოალიცია მიმართავს პარლამენტს და პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციული განხილვების გზით მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს; ასევე, ადასტურებს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში. განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.