„ძალა ევროპაშია“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ კამპანიას იწყებენ, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ.
ორგანიზატორების განცხადებით, კამპანია პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება.