გაფიცული მეეზოვეები

04 აპრილი 2018, 00:00 2072 ნახვა

ქობულეთის მერიამ სანდასუფთავების თანამშრომელთა ხელფასების საკითხი ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად გადაწყვიტა, ეს მიუხედავად იმისა რომ ა(ა)იპ-ებს კანონი არ ავალდებულებს საპრემიო სისტემის გაუქმებას. ჯერ -ჯერობით უცნობია შეცვლის თუ არა პოზიციას ქობულეთის მერი.  კვარტალურ პრემიას ითხოვენ და ქობულეთის დალაგებაზე უარს ამბობენ მეეზოვეები, ისინი დღეს გაიფიცნენ. 

პრემიაში სამ თვეში ერთხელ სულ რაღაც 280 ლარი იგულისხმება. ანაზღაურება სხვადასხვა სამუშაოს მიხედვით ნაწილდება, მინიმალური  კი სწორედ 280 ლარია. ცნობისთვის ბათუმის მერიასთან შეთანხმებით შპს “სანდასუფთავებამ” არსებული დაბალი ანაზღაურებიდან და სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე საპრემიო სისტემა შეინარჩუნა, ანუ ბათუმში მეეზოვეები პირველი კვარტლის პრემიას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი