მთავრობა ახალი მასშტაბური საგადახადო ინიციატივებით გამოდის. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია: გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღება; არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობა; არარეზიდენტების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღება.
სიახლის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისთვის შემოღებული იქნება გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც გააერთიანებს 5 სხვადასხვა საგადასახადო დოკუმენტს. ფინანსური სექტორის განვითარებისთვის ინიციატივის ფარგლებში -განხორციელდება სამეწარმეო რეესტრის სისტემების დაკავშირება სხვა სისტემებთან.