“აჭარლები ბეშუმიდან ბათუმამდე”-ფილმის ჩვენება

04 აპრილი 2018, 00:00 2197 ნახვა

„აჭარლები - ბეშუმიდან ბათუმამდე“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც აჭარის შესახებ პოლონელმა რეჟისორებმა გადაიღეს.  ფილმი რეგიონის ბუნებაზე, ეთნოგრაფიაზე, კულტურასა და ისტორიაზე მოგვითხობს, ის პოლონულ საზოგადოებრივ არხზე რამდენჯერმე  გავიდა, ბათუმში კი გუშინ  პირველად  უჩვენს.  

"აღმოაჩინე ქვემო სილეზია" - დოკუმენტური ფილმი მომზადდა ქვემო სილეზიის შესახებაც, აჭარიდან გადამღები ჯგუფი პოლონეთში იმყოფებოდა,  სადაც  ისტორიის, კულტურული თავისებურებებისა და ადათ-წესების, ასევე ქალაქების არქიტექტურის შესახებ ფილმი გადაიღეს. იგი პოლონეთში მცხოვრები ქართველების შესახებაც მოგითხრობთ. კულტურული თანამშრომლობა გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.  აჭარაში  ქვემო სილეზიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ამავე კატეგორიაში