ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

04 აპრილი 2018, 00:00 2232 ნახვა

ქობულეთში, გამგეობის წინ, სანდასუფთავების თანამშრომლები შეიკრიბნენ, ისინი გამგეობას კვარტალური პრემიის გაცემას სთხოვენ. მათი მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანამატი ამ დრომდე არ აუღიათ. 

ქობულეთის სანდასუფთავებაში 118 თანამშრომელია დასაქმებული. ისინი 

ამბობენ, რომ კუთვნილი პრემიის აღებამდე,  ქალაქს არ დაასუფთავებენ.

ქობულეთში მეეზოვეების ყოველთვიური ანაზღაურება   280 ლარია, კვარტალურად სწორედ ამ რაოდენობის პრემიას ელოდებიან.  

გაფიცულებს ქობულეთის მერი და საკრებულოს წევრები შეხვდნენ. აქციაზე  მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა განმარტეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პრემია გათვალისწინებული არ არის. "ვმუშაობთ ხელფასის ერთიანად გაზრდაზე"  - უთხრა აქციის წევრებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ. 

მერის განმარტების მიუხედავად, მეეზოვეების გაფიცვა გრძელდება, ვიდრე მათი პრემიის საკითხი არ გადაწყდება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი