შეთავაზების მიუხედავად პორტში პროტესტი გრძელდება

03 აპრილი 2018, 00:00 1790 ნახვა

ბათუმის პორტის დირექტორი დათმობაზე წავიდა – მიუხედავად ამისა ბათუმის ნავსადგურში პროტესტი გრძელდება. აჭარის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ ყაზახური კომპანიის დირექტორმა რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა და თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთი მოთხოვნა - სამსახურში დარჩენის შესახებ გარანტია სიტყვიერად გაცემულია – სიტყვას არ ენდობიან და კვლავ დირექტორის გადადგომას მოითხოვენ თანამშრომლები. გაფიცვის და შიმშილობის მეორე დღე, შეჩერებული სამუშაოები და კრიზისი ბათუმის პორტში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი