შსს-მ მოსწავლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

02 აპრილი 2018, 00:00 2145 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭი დაჭრეს.

მედიკოსებმა დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანება კოჭის არეში აღენიშნებოდა. ​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი