ბათუმის პორტიდან, სავარაუდოდ, საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს დაითხოვენ 

02 აპრილი 2018, 00:00 2291 ნახვა

ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან, სავარაუდოდ, საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს დაითხოვენ.  პორტის დირექტორი ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია იგეგმება.

მუხამედ რახიმ დანიარ ნურლანოვიჩის დასაქმებულებს მოლაპარაკების პროცესში ჩართვას სთავაზობს.

‘’ჩვენ ვთავაზობთ მათ  სასაუბროდ დავსხდეთ, თუმცა ისინი  აგრესიაზე გადმოდიან და თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. რეორგანიზაცია იგეგმება ამიტომ უმჯობესია მოლაპარაკება შედგეს,’’ - ამბობს დირექტორი.

მისივე განმარტებით, პორტში მუშაობენ საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ.  არ არის გამორიცხული, სამსახურის გარეშე სხვა თანამშრომლებიც დარჩნენ. 

მუხამედ რახიმ დანიარ ნურლანოვიჩის ამბობს, რომ მისი გადადგომის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილება.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. თანამშრომელთა ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი