დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს სომხური სამოციქულო ეკლესია. ლიტურგია ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის ტაძარში, ტერ არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
მან მრევლი აზიარა, დალოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.