რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე

31 მარტი 2018, 00:00 1774 ნახვა

27 წელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობის 90.3-მა პროცენტმა უპასუხა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კითხვას- „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“.

ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. შემდეგ იყო ომები, სამოქალაქო დაპირისპირება და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა.  თუმცა მანამდე, რეფერენდუმის შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი