ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.
თარიღთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.