12 წლიანი პატიმრობა  ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულს

30 მარტი 2018, 00:00 1787 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის  მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.  არსებული ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში ბრალდებულმა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა.

გამომუშავებულ თანხებს კი ისაკუთრებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე წარდგენილ ბრალდებაში  დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი