საქართველოს ჯონ კერი ეწვევა

06 ივლისი 2016, 00:00 3705 ნახვა

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ჯონ კერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.იგი პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდება, რომლის შემდეგაც  საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. დღესვე გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მიხეილ დაგეგმილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრაც. 

ამავე კატეგორიაში