258 663 ვიზიტი  შენგენის ზონაში 

28 მარტი 2018, 00:00 1711 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 ათას 453-მა მოქალაქემ განახორციელა 258 ათას 663 ვიზიტი ევროკავშირის ზონაში, ხოლო ათას ერთ ადამიანს საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა. საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა.

შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი