მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო

27 მარტი 2018, 00:00 2140 ნახვა

მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, აქედან 10 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებს მოხმარდება, 3 მილიონი ლარი კი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი".
კერძოდ, მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის.

7 მილიონი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისთვის დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი