11 თემის შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის, შუახევის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 306 ათასი ლარი დაიხარჯება. რამდენიმე ლოკაციაზე ფერდსამაგრ სამუშაოებიცაა დაგეგმილი. სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი აპრილის ბოლოს გამოცხადდება.
ყველაზე მეტი თანხა 70 ათასი ლარი უჩამბის თემში დაიხარჯება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტიც განახორციეელბს. იგეგმება შუბნის, ნიგაზეულის, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით გზების კეთილმოწყობა. 200 000 ლარია გათვალისიწნებული ლაკლაკეთსა და დღვანში ორი ახალი ხიდის ასაგებად.