“ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

25 მარტი 2018, 00:00 2739 ნახვა

სასტუმრო ''ლეოგრანდში'' უსაფრთხოების ზომების დარღვევაში ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძესა და ფატი იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ცდილობდა მოსამართლე, ვიოლეტა ფორჩხიძე დაერწმუნებინა იმაში, რომ ეს ადამიანები ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან და გირაოს სახით 20 000 ათას ლარის გადახდას სთავაზობდნენ თითოეულ ბრალდებულზე.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პირებს სასტუმრო "ლეოგრანდში" უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ და მომხდარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. სიტყვის წარმოთქვამდე, დაცვის მხარემ, 24 ნოემბერს, სასტუმროში ხანძრის შედეგად 11 დაღუპულის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი