კურორტ "გოდერძზე'' ფერადი თოვლი მოვიდა, მოყვითალო-მოვარდისფრო ნალექის ფოტოები კურორტის ადმინისტრაციამ ფბ გვერდზე გაავრცელა
ფერად თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, ტურისტებისთვის ეგზოტიკური აღმოჩნდა.
ფერადი თოვლის მოსვლის მიზეზი ძლიერი ქარი ''სიროკო" გახდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთისა და საბერძნეთის კუნძულებიდან მტვრის ნარჩენები გადმოიტანა.
გუშინ სწორედ ''სიროკო'' ჰქროდა საქართველოში, რომელსაც თან დაერთო მაღალი ტენიანობა, რის ფონზეც ჰაერში არსებული დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები, ტალახიანი წვიმის სახით ბათუმსა და მის შემოგარენში მოვიდა.