რითია გამოწვეული ბათუმში მოსული ტალახიანი წვიმა

23 მარტი 2018, 00:00 18247 ნახვა

ბათუმში დღეს ტალახიანი წვიმა მოვიდა, რაც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ინტენსიურად გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით იყო გამოწვეული.

‘’დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელიც შემდეგ ხმელთაშუა ზღვიდან გავრცელდა’’ - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახური გუშინ ავრცელებდა.  

მტვრის ნაწილაკები ძლიერი ქარის შედეგად ჰაერში მოხვდა. რის შემდეგაც, საქართველოს ტერიტორიაზე მოსულ ნალექს ტალახის შეფერილობა ჰქონდა.

ასეთი წვიმა საშიში არ არის და არც საქართველოსთვის იშვიათი მოვლენაა.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი