ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ონლაინ-რეჟიმში აღსაზრდელების მიღება დაიწყო. რეგისტრაცია წარმოებს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პირველი ეტაპი 15 ივლისს დასრულდება და მასში მონაწილეობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სასკოლო ასაკის და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, დედით ან მამით ობლებს მარტოხელა დედების შვილებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა და ომში დაღუპულთა შვილებს. 20 ივლისიდან ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რიგითობის მიხედვით.