იუსტიციის უმაღლესი საბჭო საიას პასუხობს

21 მარტი 2018, 00:00 1803 ნახვა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეწევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, – ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში, რომლითაც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. რომელშიც აღნიშნულია, თუ რა მოხდა 2016 წლის აგვისტოში, გიორგი მიქაუტაძეს თავს დაესხა მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე.

ციტატა:გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, თამარ ხაჭაპურიძე სოციალური ქსელით და სხვადასხვა მედიასაშუალებით ავრცელებდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ღირსების შემლახველ და მუქარის შემცველ განცხადებებს. ასევე 2016 წლის აგვისტოში, გონიოში, გიორგი მიქაუტაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შესული იყო ზღვაში, რა დროსაც თავს დაესხნენ თამარ ხაჭაპურიძე, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიების არცერთ ეტაპზე გიორგი მიქაუტაძე არ ჩარეულა საქმის მიმდინარეობაში. ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავი ფიზიკური აგრესიისგან და სხვა უკანონო ქმედებისგან. ის გარემოება, რომ მოსამართლე მის მიერ განხილული საქმის გამო დაზარალებულია, არ შეიძლება გახდეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი -ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეწევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი