ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა

05 ივლისი 2016, 00:00 4018 ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. მას 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი - 73-მა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გიგი წერეთელი მომავალი 2 წლის განმავლობაში ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად რჩება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია  თბილისის დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში