,,მოგზაური" ხეების ისტორია

17 მარტი 2018, 00:00 3339 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გატაცება და ათობით გადატანილი ხე აჭარიდან. ბიძინა ივანიშვილის ამ სურვილსა და ქმედებაში, ოპოზიცია კანონდარღვევას ხედავს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი, განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევენ და უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.

პოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად, დღის წესრიგში დგას საკითხი - თუ რა შედეგები ექნება ამ ფაქტებს გარემოზე, ანუ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ხეების მოთხრა და გადატანა ხდება. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გამორკვევასაც საზოგადოების ნაწილი ითხოვს. ხეების გადატანის სამართლებრივი ასპექტების მოკვლევას აანონსებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი