“საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი” - პრეზიდენტი

17 მარტი 2018, 00:00 1730 ნახვა

საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა კვლევით ცენტრ “ჰერითეიჯ ფაუნდეიშენში” აღნიშნა მნიშვნელოვანია, საქართველო -ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას მოახდენს  და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-თან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს რამდენიმე ეტაპიან საოკუპაციო პროცესზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ შეარჩია ქვეყნის განვითარების დასავლური მიმართულება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი