ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხის განხილვას დრომოჭმული პოლიტიკური პროცესი უწოდეს ქართულ ოცნებაში.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განხილვა ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგების მომტანია. ვაშინგტონში გამართულ გუშინდელ სხდომას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც.
„ ლელოს“ წევრის ლანა გალდავას თქმით პატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების გარეშე აშშ-თან პარტნიორობა ვერ აღდგება.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე არ აქვთ მოლოდინი რომ ა.შ.შ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვას „ ქართული ოცნება ვერ შეძლებს.