გერმანიის ქალაქ პადერბორნის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სამი მამაკაცისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად სუპერმარკეტებში ქურდობით იყო დაკავებული. როგორც გერმანული მედია წერს, ისინი ყოველთვის ერთი სქემის მიხედვით მოქმედებნენ - ორი მამაკაცი მაღაზიიდან საქონელს იპარავდა, მესამე კი მათ მანქანაში ელოდებოდა. მსგავსი სქემით საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე სუპერმარკეტები გაქურდეს.