ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული  ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა

13 მარტი 2018, 00:00 1498 ნახვა

ორსულთა გეგმიური კონსულტაციების რაოდენობა გაორმაგდა და 8-მდე გაიზარდა. ვიზიტები ფეხმძიმეებისთვის სამედიცინო გამოკვლევებს და უფასო ექოსკოპიას გულისხმობს. პროგრამაში ჩართვა 13 კვირის განმავლობაში პაციენტის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში ხდება და აღრიცხვაში პირველი თებერვლის შემდეგ ჩართულ მოქალაქეებს შეეხება.

პროგრამის მიხედვით უფასო კონსულტაციის მიღებას მოქალაქეები ფაქტობრივი საცხოვრებლის მოთხოვნის გარეშე ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეების გარდა მიმდინარე წელს უფასო კონსულტაციებში ჩართვა მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი