ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

04 ივლისი 2016, 00:00 2430 ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას "კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა. რეზოლუციის კანონპროექტის წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამი დეპუტატი იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 17 პუნქტისგან შედგება. ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას. ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ამავე კატეგორიაში