რჩევები და რეკომენდაციები სპეციალისტებისგან - სოფლის მეურნეობის სფეროში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ადგილობრივ ფერმერებს უცხოელი ექსპერტები უზიარებენ. აგრონომების ტრენინგ პროგრამაში საქართველოს 10 რეგიონი და 7 ქალაქი ჩაერთო.
პროგრამის შედეგები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეაჯამეს.