აბრეშუმის გზის ქვეყნების გარდამავალი თასი ტაილანდურ კრივსა და კიკბოქსინგში

04 ივლისი 2016, 00:00 3437 ნახვა

ბათუმი მომავალი წლიდან ტაილანდურ კრივსა და კიკბოქსინგში აბრეშუმის გზის ქვეყნების გარდამავალ თასს უმასპინძლებს. ჩემპიონატის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. ამ ეტაპზე ზღვისპირა ქალაქი უკვე მასპინძლობს შავი ზღვის თასს ტაილანდურ კრივსა და კიკბოქსინგში. ხვალ ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება. ჩემპიონატში 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის ყაზახეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში პირველად ტარდება, თუმცა ტურნირს შავი ზღვის თასზე 8 წლის ისტორია აქვს. 

ამავე კატეგორიაში