თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. ლევან იზორია პრეზიდენტ ილჰამ აიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ -პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან, რომლის ფარგლებშიც ხელი ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა.
ლევან იზორია პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვსაც შეხვდა. მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი საპატიო დაკრძალვის ხეივანში ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიჰა ალიევას საფლავის გვირგვინით შემკობით დაასრულა.