ვარშალომიძე მოსახლეობას შეხვდა

04 ივლისი 2016, 00:00 3742 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა. რეგიონის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ პირველ ლედისთან ერთად ბათუმში დადიანის და მესხის ქუჩების კვეთაში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ქალაქის შემოვლით გზაზე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერდა, ამასთან მიმდებარედ მრავალბინიანი კორპუსი ავარიულია და მოსახლეობის ცხოვრება საფრთხის შემცველია. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული კორპუსი ამორტიზირებულია და და შესაბამისი დასკვნაც არსებობს. პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის ბიუჯეტში 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. საბიუჯეტო ცვლილებებზე უახლოეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. გოგა ლომაძის თქმით, მოხდება აღნიშნული ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ინვესტორთან შეთანხმებით, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამის გამო შეჩერდა ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან მოსახლეობის წინადადება გაითვალისწინეს.

ამავე კატეგორიაში