პროკურატურის საპასუხო განცხადება

10 მარტი 2018, 00:00 1832 ნახვა

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული, სიმართლეს არ შეესაბამება,-ეს პროკურატურის ინფორმაციაა.

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტების მიერ მოხდა ხელყუმბარის აფეთქება და დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი. პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი