შტორმული ამინდის შედეგები - საგანგებო სამსახურის მონაცემები 

09 მარტი 2018, 00:00 6955 ნახვა

ძლიერი ქარის შედეგად არსებული დაზიანებების შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაცემებს ავრცელებს.

უწყების ცნობით, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი, 68 -ხე, 7 - გარე განათების ბოძი, 43 -ელექტრო სადენი, 6 - ავტომანქანა, 5 - გაზის ცენტრალური მილი და 6- სარეკლამო ბანერი.

აჭარაში დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი.

შიდა ქართლში - 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი.

იმერეთი - სამტრედიის სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.

 სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტიის სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა.

მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.

მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

''სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა'' - წერია ინფორმაციაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი