ბათუმის ''დინამო'' VS ''ვიტ ჯორჯია'' 

09 მარტი 2018, 00:00 3601 ნახვა

ხვალ, 10 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ბათუმის „დინამო“ რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ბათუმელები „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდებიან.  თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.  

მიმდინარე სეზონში ეს მატჩი „დინამოსთვის“ პირველი საშინაო შეხვედრა იქნება, თუმცა ბათუმელი ფეხბურთელები მეტოქეს ფორმალურად უმასპინძლებენ - რეალურად შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე შედგება. 

მატჩი 13:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, ლიგა 2 -ის პირველ ტურში, ბათუმის „დინამო“ სტუმრად თელავის გუნდთან დამარცხდა (1:0)

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში